ელენე ხოშტარია ლაზარე გრიგორიადისის დასაცავად აქციას აანონსებს. პარტია "დროა" იმ ადამიანების სიის შედგენას აპირებს, რომლებიც მათი თქმით, დღეს ცდილობენ დაკავებული გრიგორიადისის ღირსება შელახონ.
ამის შესახებ "დროას" ლიდერმა პოლიციელებისთვის ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.