15 ნოემბერი 2024,   06:18
ვრცლად
პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ღონისძიებები, რომლებიც პრეზიდენტის ეგიდით ტარდება,  მიზნად არ ისახავს არანაირი მოძრაობის დაფუძნებასა თუ ჩამოყალიბებას

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეგიდით გამართული ღონისძიებები „არანაირი მოძრაობის დაფუძნებასა თუ ჩამოყალიბებას” არ ისახავს მიზნად.

„9 აპრილს, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, საქართველოს პრეზიდენტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს მასპინძლობს, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი და ერთად გამოვხატოთ მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ.

საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობების გამო, აქვე განვმარტავთ, რომ ისევე როგორც სხვა, დანარჩენი ღონისძიებები, რომლებიც პრეზიდენტის ეგიდით ტარდება, ეს ღონისძიებაც აპოლიტიკურია და მიზნად არ ისახავს არანაირი მოძრაობის დაფუძნებასა თუ ჩამოყალიბებას“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ვიზიტამდე შეხვდა ქალ პოლიტიკოსებს და „პრეზიდენტი მათ ქალების ახალი მოძრაობის დაფუძნებაზე ელაპარაკა“.

დღის ამბები