15 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
ელენე ხოშტარია პოლიციელებზე ძალადობისთვის გასამართლებული ლაზარე გრიგორიადისის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას ითხოვს, სხვა შემთხვევაში აქციებს აანონსებს

"დროას" ლიდერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ლაზარე გრიოგიორდისის გათავისუფლება მოითხოვა და წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები დააანონსა. ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ახლა საქართველოში ყველას ძალისხმევა 7-9 მარტის აქციების დროს პოლიციელზე თადასხმასა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე დაკავებულის დაცვისკენ უნდა იყოს მიმართული.

ქვეყნის ღირსების საკითხი ოპოზიციისგან განსხვავებით, მმართველი გუნდისთვის სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვასა და პოლიციელების პატივისცემაზე გადის. ქართული ოცნების თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სამართალდამცველებზე ძალადობასა და ავტომანქანის დაწვის გამო ნებისმიერმა ადამიანმა სამართლებრივად პასუხი უნდა აგოს. კიდევ ერთი საკითხი - რაც ოპოზიციისთვის გამოძიების მიერ გავრცელებულ კადრებში ეჭვის საფუძველი გახდა, ლაზარე გრიგორიადისის ჩაცმულბოა იყო.

ვიდეო მასალაში 7 მარტს გრიგორიადისის აქციამდე მისვლის პერიოდი და უშუალოდ დემონსტრაციაზე ყოფნაა ასახული, სადაც დაკავებულს ერთი და იმავე ტანსაცმელი აცვია. ხოლო 9 მარტის კადრების მიხედვით, გრიგორიადისი სახლიდან სხვა სამოსით გამოდის და იმავე ღამეს რუსთაველის გამზირზე პოლიციის ავტომანქანას ცეცხლს უკიდებს.

ამ ინფორმაციას ადასტურებს გრიგორიადისის მეგობარიც, რომლის ჩვენებაც "კურიერმა" მოიპოვა.

ლაზარე გრიგორიადისის საპატიმროში მონახულება სურდათ დღეს ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს, თუმცა მოთხოვნაზე პარლამენტის თავმჯდომარემ უარი უთხრა.

ლაზარე გრიგორიადისი სამართალდამცველებმა 7-9 მარტის აქციის დროს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დააკავა. საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად მას პატიმრობა შეუფარდა.

დღის ამბები