მმართველი გუნდის წევრმა თამარ ტალიაშვილმა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტზე, ისაუბრა საქართველოს აქტიურ ჩართულობაზე რეგიონთა კონგრესის რეფორმებში.
თამარ ტალიაშვილმა გამოსვლაში, ხაზი გაუსვა, საქართველოსა და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესს შორის, ნაყოფიერ და ეფექტურ თანამშრომლობას. აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება კონგრესის მიერ ღიად და ხმამაღლა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის დაგმობასა და კონგრესის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
თამარ ტალიაშვილმა, თავის გამოსვლაში კონგრესის 44-ე სესიაზე გარემოზე ფუნდამენტურ უფლებასთან დაკავშირებული ანგარიშის მიღებას, გარემოს დაცვის და ადამიანის უფლებების სახელმძღვანელოს შემუშავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის დროს საქართველოს ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებები წარმოადგენდა.
ელჩი მიესალმა კონგრესის გენერალური მდივნის, მეტიუ მორის რეაგირებას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ საომარ აგრესიაზე.
თავის გამოსვლაში საქართველოს ელჩმა ასევე ყურადღება მთავრობის მიერ, ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე, მდგრადი განვითარების მიმართულებით განხორციელებულ ნაბიჯებზე გაამახვილა.