საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ოპოზიციის წარმომადგენელთა ბოლოდროინდელ განცხადებებს პირად "ფეისბუქ" გვერდზე ეხმიანება, სახელწოდებით "აღიარებათა სერიიდან"
"აღიარებათა სერიიდან:
1. გუშინწინ, კეზერაშვილმა თავის თავზე აიღო რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობოების დახმარება. მორალური, რა თქმა უნდა. აბა, ფინანსური საიდან?!
2. გუშინ, პეტრე ცისკარიშვილმა თავის თავზე აიღო აქციის ორგანიზება. აქაც, სავარაუდოდ, მორალურ და ინტელექტუალურ მხარდაჭერაზე უნდა იყოს საუბარი.
3. დღეს, ხატია დეკანოიძემ სააკაშვილის თემით მანიპულირება აღიარა. რა თქმა უნდა, მხოლოდ შიდა არჩევნებში. აბა, ზოგადად გამორიცხულია, ვინ იკადრებს…
რა ხდება, ვინმემ, ხომ არ იცით?,"-წერს რატი იონათამიშვილი.