15 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
რატომ არ ჩქარობს მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში საჩივრის გაგზავნას - როგორია განცხადებები პოლიტიკურ სპექტრში

მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში საჩივრის გაგზავნას არ ჩქარობს. ექსპრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, დაცვის მხარეს გარკვეული დოკუმენტები და საბუთები უკვე მზად აქვს, თუმცა ევროსასამართლოს სარჩელისთვის მსჯავრდებულის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან. 

როდის გადაწყვეტს ყოფილი პრეზიდენტი სტრასბურგისთვის მიმართვას, ამ დრომდე უცნობია - სააკაშვილს ამ საკითხზე დღეს არც მეორე ადვოკატთან უსაუბრია. თითქმის 1 საათიანი შეხვედრის შემდეგ, შოთა თუთბერიძეც ამბობს, რომ საჩივარი სტრასბურგში მხოლოდ მაშინ გაიგზავნება, როცა ამას თავად ყოფილი პრეზიდენტი ჩათვლის საჭიროდ. 

საჩივრის დაგვიანებაზე საუბრობს "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძეც, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე კი კონკრეტიკისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ ევროსასამართლოს საჩივრის დეტალები მხოლოდ იურისტების კომპეტენციაა. 

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ საქმეს ევროსასამართლოში პერსპექტივა არ აქვს და სააკაშვილის მხარე სწორედ ამ მიზეზით ცდილობს დროის გახანგრძლივებას. სახელისუფლებო გუნდი, ყურადღებას პატიმრის მხრიდან თვითდაზიანებაზეც ამახვილებს. 

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე მორიგი დასკვნა სახალხო დამცველის კონსილიუმმა გუშინ გამოაქვეყნა. ექიმთა ჯგუფი წერს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა დამძიმებულია, ამის პარალელურად, კლინიკა "ვივამედში" ამბობენ, რომ სააკაშვილი მათ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს და კვლავ უარს ამბობს საჭირო კალორაჟით კვებაზე.

დღის ამბები