მოსამართლე ლევან მურუსიძე უსამართლოს უწოდებს შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას მისი და სასამართლო სისტემის კიდევ რამდენიმე წევრის სანქცირების შესახებ.
"სამწუხაროა, რომ ჩემს გამო დისკომფორტი ექმნებათ ჩემი ოჯახის წევრებს", - ამბობს "კურიერთან" საუბრისას ლევან მურუსიძე.
მისი თქმით, ეს არის პირდაპირი შეტევა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. მურუსიძე მიიჩნევს, რომ "ამ გადაწყვეტილებით არის მცდელობა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა მთლიანად შეერთებულ შტატებს დაექვემდებაროს."