მაშინაც, როდესაც პრობლემები იყო ადამიანის უფლებების და დემოკრატიის კუთხით, ვიოლა ფონ კრამონი იყო ერთ-ერთი გამორჩეული კრიტიკოსი, ვინც აკრიტიკებდა "ნაციონალური მოძრაობას"-ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ხატია დეკანოიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
დეკანოიძე აცხადებს იმასაც, რომ არცერთ ხელისუფლებას საქართველოს ევროპული კურსი ეჭვქვეშ არ დაუყენებია, განსხვავებით "ქართული ოცნების" ხელისუფლებისგან.
"ვიოლა ფონ კრამონი იყო ერთ-ერთი გამორჩეული კრიტიკოსი "ნაციონალური მოძრაობის". იმიტომ, რომ მაშინაც, როდესაც იყო პრობლემები ადამიანის უფლებების და დემოკრატიის კუთხით, მაშინაც აკრიტიკებდა, გამორჩეულად სააკაშვილის ხელისუფლებას. კრიტიკას ხომ არ იღებს "ქართული ოცნება" დასავლელი პარტნიორების მხრიდან. საუბრობენ ლიტვის ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, კუბილიუსზე, რომ ის საერთოდ ვინ არის.
გაფუჭებულია ურთიერთობა ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან- კელი დეგნანზე რამხელა შეტევა იყო. არც ერთ ხელისუფლებას, რაც არ უნდა პრეტენზია გვქონდეს რომელიმე კონკრეტული ხელისუფლების მიმართ, არ გაუბედავს საქართველოს ევროპული კურსის კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა,"-აცხადებს ხატია დეკანოიძე.