15 ნოემბერი 2024,   05:22
ვრცლად
ირაკლი ჩიქოვანი 4 მოსამართლის დასანქცირებაზე - ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს კონკრეტული დასაბუთებები, რას ეყრდნობოდა ეს გადაწყვეტილება

ძალიან მნიშვნელოვანია გაჟღერდეს კონკრეტული საფუძვლები, რას ეყრდნობოდა ეს გადაწყვეტილება და რის საფუძველზე იქნა მიღებული - ამის შესახებ მოსამართლეთა სანქრიცერბის საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილებები ხელს უწყობს პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავებას და უკვე დავინახეთ, რომ კონკრეტული რევანშისტული და დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მხრიდან გამოყენებულია პოლარიზაციის კიდევ უფრო გასაღრმავებლად.

"გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს კონკრეტული დასაბუთებები, ვინაიდან ეს ეხება ხელისუფლების ერთ-ერთ შტოს დ ამგვარი გადაწყვეტილება არის ძალიან ნეგატიური შინაარსის მატარებელი. ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თანამშრომლობის ძალიან მაღალი დონე გვაქვს, ვთვლით, რომ ეს გადაწყვეტილება ამ თანამშრომლობის დონეს არ შეესაბამება, მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ამ თანამშრომლობის საფუძველზე არა ერთი კარგი შედეგი დაგვიდია, მათ შორის არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად გლობალური უსაფრთხოებისთვის. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები, ამ შემთხვევაში ხელს უწყობს მორიგ ჯერზე პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავებას, უკვე დავინახეთ, რომ ეს გადაწყვეტილებები კონკრეტული რევანშისტული და დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მხრიდან გამოყენებულია იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს პოლარიზაცია. ძალიან მნიშვნელოვანია გაჟღერდეს კონკრეტული საფუძვლები, რას ეყრდნობოდა ეს გადაწყვეტილება და რის საფუძველზე იქნა მიღებული. რაც შეეხება შემდეგ მოქმედებებს, ჩვენ გვექნება კონსულტაციები გუნდში აღმასრულებელი ხელისუფლებასთან და როგორც კი იქნება გადაწყვეტილებები გაცნობებთ," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები