15 ნოემბერი 2024,   05:59
ვრცლად
ძალიან შეშფოთებული ვარ სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშით, რომელიც აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას - კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ შეშფოთებულია სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ.

მისივე თქმით, ეს ანგარიში აჩვენებს, რომ მთავრობამ უნდა მიიღოს დამატებითი ზომები, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აღარ გაუარესდეს.

"ძალიან შეშფოთებული ვარ სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშით, რომელიც აღნიშნავს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. ნებისმიერი პატიმარი და, განსაკუთრებით, ყოფილი პრეზიდენტი, იმსახურებს სამედიცინო და ფსიქოლოგიურ ზრუნვას, რომელიც მას სჭირდება. ეს ანგარიში აჩვენებს, რომ მთავრობამ უნდა მიიღოს დამატებითი ზომები, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აღარ გაუარესდეს და დაიწყოს ძალების მოკრეფა,"- განაცხადა კელი დეგნანმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში. 

დღის ამბები