15 ნოემბერი 2024,   05:52
ვრცლად
გამოდის, გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა ვიფიქროთ იმაზე, მოეწონება თუ არა ეს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის საელჩოს - დავით მამისეიშვილი

მოსამართლე დავით მამისეიშვილი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას ეხმაურება.

მამისეიშვილი ამბობს, ძირითადი მიზანი მათი დისკრედიტაციაა.

"მათი ძირითადი მიზანი არის ჩვენი დისკრედიტაცია, რასაც უკვე მრავალი წელია, ახორციელებენ. გამოდის, რომ ჩვენ, მოსამართლეებმა, გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა ვიფიქროთ იმაზე, მოეწონება თუ არა ეს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის საელჩოს და თუ არ მოეწონება, მაშინ იგივე ფაქტის წინაშე აღმოვჩნდებით. სანქციების დაწესება გაუგონარი ფაქტი იყო - ყოველგვარი მტკიცებულებისა და დასაბუთების გარეშე. განცდა არის მხოლოდ ერთადერთი - ეს არის ზეგავლენის მოპოვება და ჩვენი სასამართლოს დისკრედიტაცია,"- აღნიშნა მამისეიშვილმა. 

დღის ამბები