როდესაც საუბარია იმ დიდ პროექტებზე, რომელიც მუშაობს ჩვენს ქვეყნებს შორის, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომლის გაფართოებაც მიმდინარეობს და აზერბაიჯანი და საქართველო აქტიურად არის ჩართული ამ მიმართულებით - ამის შესახებ აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ, აზერბაიჯანში პრემიერის ვიზიტისას განაცხადა.
როგორც პატარიძემ აღნიშნა, ასევე, ახალი პროექტების დაწყება და განხორციელება, ერთ-ერთი უმთავრესი მოლაპარაკების საგანი იქნება:
"როდესაც საუბარია იმ დიდ პროექტებზე, რომელიც მუშაობს ჩვენს ქვეყნებს შორის და გაფართოებაზეა საუბარი, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომლის გაფართოებაც მიმდინარეობს და აზერბაიჯანი და საქართველო აქტიურად არის ჩართული ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, განახლებადი ენერგია და ამ მიმართულებით ახალი პროექტების დაწყება და განხორციელება, ესეც ერთ-ერთი უმთავრესი მოლაპარაკების საგანი იქნება. რა თქმა უნდა, სატრანზიტო პოტენციალი, ჩვენს ქვეყნებს გააჩნია ძალიან დიდი პოტენცია და შესაბამისად, ტვირთბრუნვის გაზრდა არ არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა უნდა იყოს მოწესრიგებული, გაფართოებული და ამ მიმართულებით აქტიურად ვართ ორივე მხარე ჩართული," - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტი უკვე დაიწყო. გაბალის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ცერემონია გაიმართა. პრემიერი აზერბაიჯანში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
სულ ცოტა ხანში ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევთან გამართავს პირისპირ შეხვედრას, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.