ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია. შესრულებულ და დაგეგმილ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახი კალაძე ადგილზე გაეცნო.
აღნიშნული ტერიტორია იერსახის უცვლელად რეაბილიტირდა - მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით,მოეწყო ჰიდროიზოლაცია, რათა უხვი ნალექის დროს სარდაფები დაცული იყოს დატბორვისგან, აღდგა და განახლდა საკონცერტო დარბაზთან ასასვლელი კიბეები.
უახლოეს პერიოდში, დაგეგმილია ლითონის მოაჯირების მონტაჟი, რომელიც დამზადების პროცესშია. ასევე, დაიწყება ტერიტორიაზე არსებული შადრევნის რეაბილიტაცია.