15 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
არაფერი სანუგეშო არ არის, დრო აღარ გვაქვს, 11 თვეა საავადმყოფოშია - მიხეილ სააკაშვილი გიული ალასანიამ მოინახულა

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" დღეს გიული ალასანიამ მოინახულა. დედა ისევ შვილის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი დასუსტებულია.

ალასანიას თქმით, სტრასბურგში საჩივრის გაგზავნის საკითხი ისევ გაურკვეველია. ადვოკატების მსგავსად ისიც, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას ელოდება.

"არაფერი სანუგეშო არ არის, იმიტომ რომ სიცხეები ისევ გრძელდება. განსაკუთრებით შესაშინებელია ფეხზე რომ ადგება ხოლმე, ძვლები ჰკიდია ძვლები და ტყავი. არაფერი გადასადები აღარ არის, დრო აღარ გვაქვს. 11 თვეა საავადმყოფოშია,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია.

დღის ამბები