15 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
დიმიტრი ხუნდაძე: ამერიკიდან ახალ პოლიტიკურ თამაშს სხვა მიზანი აქვს - 2024 წელს ოპოზიციის მოსალოდნელი მარცხი არ აღიარონ და "კორუმპირებულ" სასამართლოს დააბრალონ

გუშინ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, როგორც თავად განაცხადეს, კონკრეტული ფაქტების საფუძველზე, ოთხ მოსამართლეს კორუფციაში დასდეს ბრალი და დაასანქცირეს. დღეს კი, ქართული ოპოზიცია აცხადებს, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, რომ ამ მოსამართლეების საქმიანობა გამოიძიონ. ესე იგი, ამით ამბობენ, რომ ამერიკას არ ენდობიან და თავად გადაწყვიტეს ამ ფაქტების ხელახლა შეგროვება, - აღნიშნავს "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე.

მისივე თქმით, მიმდინარე პროცესები ახალი შეტევითი კამპანიაა სასამართლო სისტემის წინააღმდეგ.

"სინამდვილეში, არც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს რაიმე ფაქტები და არც ოპოზიციას ძალუძს არარსებულ ფაქტებზე გამოძიების ჩატარება. ეს საერთო პოლიტიკური თამაში სხვა მიზანს ემსახურება - დაიწყონ ახალი შეტევითი კამპანია სასამართლო სისტემის წინააღმდეგ, რადგან 2024 წელს არჩევნებში, ოპოზიციის მოსალოდნელი დამარცხების შემდეგ ხალხს უთხრან, ეს კორუმპირებული სასამართლოა და შედეგებს არ ვაღიარებთო.
ამერიკის მთავრობამ ამ ფაქტით ღიად განაცხადა თავად ის, რასაც ჩვენ ვამბობდით - მათ სურთ დამოუკიდებელი მართლმსაჯულების გადაცემა. ეს კი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში დარღვევაა.

სახელმწიფო დეპარტამენტს ერთადერთი გზა დარჩენია, ან ოპოზიციის ხელით რაღაც მოიმოქმედოს, ან უკან წაიღოს ღია ბრალდებები მოსამართლეებზე. საქმე ეხება ყველაზე ფაქიზ თემას სახელმწიფოში - დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტია," - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

დღის ამბები