15 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
არავინ გვაჩვენებს მტკიცებულებებს და გვეუბნებიან - ნახეთ საჯარო წყაროები და გამოიცანით რის საფუძველზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილებაო - პარტნიორები ასე არ იქცევიან - შალვა პაპუაშვილი აშშ-ს სანქცირებულ მოსამართლეებზე

არავინ გვაჩვენებს მტკიცებულებებს და გვეუბნებიან, ნახეთ საჯარო წყაროები და გამოიცანით რის საფუძველზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილებაო - პარტნიორები ასე არ იქცევიან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-ის სანქცირებულ მოსამართლეებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო შეფასებებით საქართველოს სასამართლო არის ერთ-ერთი წამყვანი.

„ჩვენ, ქართველებს გვაქვს ჩვენი სასამართლო, რომელმაც ჩვენ უნდა განგვსაჯოს. ამ ჩვენი სასამართლოს რამდენიმე მოსამართლეს უწოდეს კორუმპირებული და ჩვენ, მოქალაქეებს არავინ გვაჩვენებს მტკიცებულებებს და გვეუბნებიან, ნახეთ საჯარო წყაროები და გამოიცანით რის საფუძველზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილებაო - პარტნიორები ასე არ იქცევიან.

ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, ჩვენ ადამიანს ვერ დავარქმევთ კორუმპირებულს თუკი არ არსებობს მტკიცებულებები, ამის გარეშე ადამიანისთვის იარლიყის მიკვრა მიუღებელია. ეს არის რასაც ვხედავდით ცოტა ხნის წინ, როდესაც ხდებოდა ადამიანის მოკვეთა და გარიყვა. ჩვენ ვართ კეთილსინდისიერი პარტნიორი. ჩვენი მხრიდან ამ საუკეთესო პარტნიორობის კვალდაკვალ, რა თქმა უნდა, იმედგამაცრუებელია, როდესაც პარტნიორის მხრიდან ასეთი ნაბიჯი იდგმება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.

დღის ამბები