15 ნოემბერი 2024,   06:15
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივაა, თუ რა წესებს შემოიღებს, ჩვენს საკანონმდებლო ორგანოშიც არსებობს [მედიის] აკრედიტაციის მოთხოვნა, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, როგორ განხორციელდება ეს წესი - კელი დეგნანი

"რა თქმა უნდა, ეს პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივაა, თუ რა წესებს შემოიღებს," - ასე უპასუხა აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტების შეკითხვას პარლამენტში მოქმედი მედია აკრედიტაციის წესთან დაკავშირებით.

როგორც ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე ამერიკის საკანონმდებლო ორგანოშიც არსებობს მედია აკრედიტაციის წესი.

"ამერიკის შეერთებული შტატები არის ძლიერი მხარდამჭერი ძლიერი და დამოუკიდებელი მედიის და ძლიერი მხარდამჭერი პროფესიონალური და ეთიკური ჟურნალისტიკის. სწორედ ეს ბალანსი იძლევა იმის საშუალებას, რომ მოსახლეობამ, ადამიანებმა მიიღონ სწორი და სანდო ინფორმაცია.

რა თქმა უნდა, ეს პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივაა, თუ რა წესებს შემოიღებს. მე როგორც ვიცი, ასევე ჩვენს საკანონმდებლო ორგანოშიც არსებობს აკრედიტაციის მოთხოვნა, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, როგორ განხორციელდება ეს წესი და თუ განხორციელდება სამართლიანად და მიუკერძოებლად," - განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები