სოფლის მეურნეობის სამინისტროში "ახალგაზრდული ფორუმი - მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისათვის" გაიმართა, რომელიც მინისტრმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
ოთარ შამუგიამ ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის პროცესისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელობის საკითხებზე ისაუბრა და ყურადღება ახალგაზრდებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით განათლების პოპულარიზაციის საჭიროებაზე გაამახვილა.
ფორუმში, თორმეტი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი მონაწილეობდა.