15 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნით საკანონმდებლო ხელისუფლება, შესაძლოა, მკვეთრად შეიჭრას სასამართლო ხელისუფლების ფუნქციებში - გიორგი ცაგარეიშვილი

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც აშშ-სგან დასანქცირებული მოსამართლეების საკითხს გამოიკვლევს, დაუშვებელია.

ცაგარეიშვილი შიშობს, რომ ეს, შესაძლოა, სასამართლო ხელისუფლებაში უხეშ ჩარევად იყოს აღქმული. 

"ამგვარი კომისია, ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტში არ უნდა შეიქმნას. არსებობს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომლის უფლებამოსილება, მათ შორის, მოსამართლეთა დევნის მიმართულებით მკაცრადაა განსაზღვრული საქართველოს კონსტიტუციითა და შესაბამისი კანონმდებლობით, ამიტომ, ვფიქრობ, ეს საკითხები უნდა განიხილებოდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მეორე - აქ არის საკმაო მყიფე, უხილავი ზღვარი, რომელიც, შეიძლება, საკანონმდებლო ხელისუფლებამ გადალახოს, მკვეთრად შეიჭრას სასამართლო  ხელისუფლების ფუნქციებში, ამითი ხელყოს სასამართლო ხელისუფლების  უფლებამოსილებები და ტოტალურად გააკონტროლოს სასამართლო ხელისუფლება,“-აცხადებს ცაგარეიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-მ მოსამართლეების, მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირება მოახდინა, ოპოზიცია პრეზიდენტს რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევას სტხოვს და ამ სხდომაზე, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნის დაყენებას გეგმავს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები