15 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
საპარლამენტო ოპოზიცია სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს - ვინ უჭერს იდეას მხარს და ვინ არის წინააღმდეგი

საპარლამენტო ოპოზიცია, სასამართლოსთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

მმართველი გუნდის ოპონენტები ფიქრობენ, რომ კომისიამ მუშაობა რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს და სწორედ ამიტომ საკითხის გატანას რიგგარეშე სხდომაზე ითხოვენ და ახლა პრეზიდენტის პასუხს ელიან.

თუმცა ოპოზიციურ ფლანგზე არიან ისეთებიც, ვინ ფიქრობენ რომ კომისიის შექმნა შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც შტატების გადაწყვეტილების ეჭვქვეშ დაყენება.

"ოპოზიციას ჩემი ხმა ყოველთვის აქვს, მაგრამ ამ საკითხისადმი მე ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი. ვთვლი რომ დროში გაიწელება ეს ყველაფერი და ამან შეიძლება "ოცნების" წისქვილზე წყალი დაასხას,"- აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტია ”კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი. 

პარტია ”ლელო" საპარლამენტო ჯგუფი კი მხარს უჭერს კომისიის შექმნას. 

დღის ამბები