საკანონმდებლო ორგანოსთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე დაკავებული აქტივისტის მხარდასაჭერად სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები, და პოლიტიკოსთა ნაწილი არიან შეკრებილნი.
ორგანიზატორი პარტია "ევროპული საქართველოა". აქციის მონაწილეები პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების განადგურებაში ბრალდებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვენ.