15 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გააგებინა ყველას, რომ რუსეთის რეპრესიების  მიუხედავად, საქართველო ყოველთვის მოწადინებული იყო, ყოფილიყო თავისუფალი ქვეყანა-გიგა ბოკერია 

ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გააგებინა ყველას, რომ საბჭოთა რუსეთის რეპრესიებისა და უზარმაზარი მსხვერპლის მიუხედავად, საქართველო ყოველთვის მოწადინებული იყო, ყოფილიყო თავისუფალი, სუვერენული ქვეყანა- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა.

"ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გააგებინა ყველას და უთხრა საკუთარ თავს პირველ რიგში, რომ საბჭოთა რუსეთის რეპრესიებისა და უზარმაზარი მსხვერპლის მიუხედავად, საქართველო ყოველთვის მოწადინებული იყო, ყოფილიყო თავისუფალი, სუვერენული ქვეყანა. ქართული საზოგადოება მზად იყო ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის კიდევ შეეწირა მსხვერპლი, რასაც ორ წელიწადში მოჰყვა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადება,"-აცხადებს გიგა ბოკერია. 

დღეს 9 აპრილია- ზუსტად 34 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან.

დღის ამბები