დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციას, ოპოზიციური პარტიები "ლელო" და გახარიას პოლიტიკური გუნდი არ უერთდება. ისინი ამბობენ, რომ მათთვის გაუგებარია რა მიზანს ემსახურება აქცია. "ნაციონალური მოძრაობა" კი ამბობს, რომ აქციის მიზანი ევროპული არჩევანის მხარდაჭერაა.
"დღევანდელი დღის რაღაც პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, მე პირადა არ მიმაჩნია მიზანშეწონილი. რაც შეეხება პოლიტიკურ აქციებს, პოლიტიკურ აციებს ყოველთვის სჭირდება თვისი წინაპირობა,ა მიტომ მე წარმოდგენა არ მაქვს კონკრეტულად რაც ემსახურეს, ამ შემთხვევაში ბატონი ხაბეიშვილის მიერ დაინფიცირებული აქცია. ჩვენი გუნდი ამ აქციას არ უერთდება", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის თქმით, ყველა პარტიას შეუძლია აქციის დაანონსება, თუმცა "ლელო" ამ აქციას არ დაესწრება, რადგან დღეს, მნიშვნელოვანია პატივი მივაგოთ 9 აპრილს დაღუპულ მოქალაქეებს.
"ჩვენთვის ეს არის 9 აპრილს უმნიშვნელოვანესი, რომ სწორედ პატივის მიგება განვახორციელოთ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, 32 წლისთავის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიდან. ყველა პარტიას შეუძლია გამოაცხადოს აქცია, ჩვენ ამ აქციას არ ვესწრებით", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.