ბზობას მოჰყვება ვნების კვირეული , მაგრამ მოჰყვება აღდგომა და 9 აპრილს, რომელიც არის, ერთის მხრივ ტრაგედიის დღეს, მოჰყვება დამოუკიდებლობის აღდგენა. ორივე ერთგვარად გამარჯვების აღნიშვნაა და მინდა ეს გამარჯვება მოგილოცოთ თქვენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, 9 აპრილი საქართველოსთვის ერთიანობის სიმბოლოა.
"ბზობას მოჰყვება ვნების კვირეული , მაგრამ მოჰყვება აღდგომა და 9 აპრილს, რომელიც არის, ერთის მხრივ ტრაგედიის დღეს, მოჰყვება დამოუკიდებლობის აღდგენა. ორივე ერთგვარად გამარჯვების აღნიშვნაა და მინდა ეს გამარჯვება მოგილოცოთ თქვენ. 9 აპრილი არის ერთიანობის სიმბოლო, იქ რომ არ ყოფილიყო ერთად მდგარი საქართველო, იმ 9 აპრილს არაფერი არ მოჰყვებოდა. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ვიღაცებმა გაავრცელეს, რომ თურმე მე პარტიას ვაშენებდი, დაავიწყდათ, რომ 71 წლის გავხდი. მოძრაობა თუ იქნება ეს იქნება თქვენი მოძრაობა იმიტომ, რომ მომავალი თქვენი და თქვენი შვილებისაა. მე ვიქნები იქ სადაც ვიყავი ყოველთვის, არც ორიენტაცია შემიცვლია, სხვათა შორის, მაგრამ იმის დროა, რომ ჩვენ ვიყოთ ერთად და ვთქვათ - არა დაყოფაზე. ვწუხვარ, რომ ვიღაცები დღეს აქ არ მოუშვეს და თქვეს, რომ თურმე სასურველი არ იყო აქ ყოფნა. როგორ არ არის სასურველი აქ ყოფნა, როდესაც ჩვენ ვზეიმობთ 9 აპრილს, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ მთავარ თარიღს. როდესაც პრეზიდენტი სწორედ არაპარტიულად იწვევს, არა მიკერძოებულად, არამედ ყველას იმისთვის, რომ ეს თარიღი მაინც იყოს ჩვენი ეროვნული გაერთიანების ერთი თარიღი. იმაზედაც ვწუხვარ, რომ 9 აპრილს მიწევს იმის დაცვა, რომ ჩვენი ერთადერთი და უალტერნატივო მომავალია ევროპა. აბა სხვა რა - ჩექმა გვინდა? ნიჩბები გვინდა? თუ არ გვახსოვს ჩვენი ისტორია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ნანა მახარაძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ გადაცემული ჯილდო სიმბოლურია და ეკუთვნის ყველა ქალს, რომელიც საქართველოს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვის.
"ეს ჯილდო სიმბოლურია ჩემთვის და ეკუთვნის ყველა ქალბატონს, რომელიც დღესაც იბრძვის თავისუფლებისათვის, დამოუკიდებლობისთვის, დემოკრატიისთვის. მე პირადად, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები ჩემი ქვეყნის სამსახურში", - განაცხადა ნანა მახარაძემ.