ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლეების საკითხს Facebook-ზე ეხმაურება და აზიარებს ნიკა გვარამიას და მოსამართლე მამუკა ახვლედიანის ფარულ ჩანაწერს, სადაც გვარამია მოსამართლეს 6 მილიონიდან წილს ჰპირდება.
ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს მიმართავს და აცხადებს, რომ ამ ფაქტზე არათუ დაასანქცირა რომელიმე მათგანი, არამედ ღიად მფარველობს მათ.
"მოსამართლეთა გაუგებარ და უსამართლო სანქცირებაზე:
ქალბატონ ელჩს მივმართავ - თქვენ წლებია წინ გიდევთ მოსამართლის და ტელეკომპანიის მფლობელის კორუფციული გარიგების უტყუარი ფაქტი. სასამართლოს ხელმძღვანელს გვარამია გადადგომის სანაცვლოდ ჰპირდება წილს 6 მილიონიდან! აი ამ უდიდესი სკანდალის მიუხედავად, თქვენ არათუ დაასანქცირეთ რომელიმე მათგანი, არამედ ღიად მფარველობთ მათ!
ამის პარალელურად, ქართველი ხალხი იმის ღირსადაც არ ჩათვალეთ, რომ გეთქვათ კონკრეტული ფაქტები, რის გამოც დაადეთ მოსამართლეებს სანქცია," - წერს ნიკოლეიშვილი.