საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნას - სასამართლო სისტემაში კორუფციის და სხვა სამართალდარღვევების შესწავლისთვის დროებითი საგამოძიებო კომისიის შეიქმნას, შეფასებები მოჰყვა მმართველ პარტიაში.
ხელისუფლებაში ვაშინგტონის მხრიდან მოსამართლეების დასანქცირების საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ხედავენ და ამტკიცებენ, რომ თემით ოპოზიცია სასამართლოს დისკრედიტაციას ცდილობს.
"ბევრი მუქარა და მოთხოვნა გვახსოვს ოპოზიციის საგამოძიებო კომისიებთან დაკავშირებით. ერთხელ მაინც იქნებ შეასრულონ თავიანთი ფუნქცია და ერთხელ მაინც გასწიონ ჯეროვანი ოპონირება. მათ ძალიან უჭირთ პარლამენტში სრულყოფილი საქმიანობა. მათ აქვთ საკმარისი მანდატები, რადგან წინსწრებით გააკეთეს ასეთი ხმამაღალი განცხადება, იმედია ოდესმე შეძლებენ თავიანთი ფუნქცია შეასრულონ," - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ.
"ხალხის ძალის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით კი, სასამართლოს თემით ოპოზიცია სპეკულაციას ცდილობს.