24 აგვისტო 2026,   19:16
ვრცლად
მისაღებია თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს გეგმა რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით ექიმებისთვის და რა განცხადებას აკეთებს მინისტრი 

ჯანდაცვის სამინისტროს გეგმა რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით ექიმებისთვის მისაღებია, თუმცა ისინი თვლიან, რომ მათმა პროტესტმა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს.

ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის პირველადი გეგმა წარადგინა, როგორი უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულება.

ამ ვარიანტის მიხედვით, უნდა განხორციელდეს უკანა მაღლივი შემინული კორპუსის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი შენობა უნდა აშენდეს. თუმცა წინა ადმინისტრაციული ნაწილი რჩება, მოხდება მისი რეაბილიტაცია.

პარალელურად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რესპუბლიკური საავადმყოფო აგრძელებს მუშაობას.

"დეტალურად გავიარეთ ის ეტაპი, დღეს სადაც ვართ. ის გამოწვევები, რაც აქვს რესპუბლიკურ საავადმყოფოს. მე მათ ღიად და მკაფიოდ დავუდასტურე ის, რაც დღემდე არაერთხელ მითქვამს ის, რომ ჩვენი კომენტარები და შეფასებები არ ითვალისწინებდა მყისიერად ამ შენობის რეაბილიტაციის დაწყებას, ან ამ შენობის დემონტაჟს. ჩვენ სხვადასხვა ექსპერტების მხრიდან ველოდებით საბოლოო დასკვნებს. შევთანხმდით კომუნიკაციის ფორმაზეც. იმაზე, რომ ეტაპობრივად გარკვეული ინფორმაციის ირების შემდეგ, მათ ამ ინფორმაცია გავაცნობთ.

სახელმწიფო უნდა იყოს წარმოდგენილი მძლავრი, დაახლოებით 500-საწოლიანი, თანამედროვე კლინიკით და ამის მისაღწევად, ჩვენ ყველა არსებულ რესურს გამოვიყენებთ, რომ სწორად და ეფექტიანად გავაკეთოთ. წლის ბოლომდე გვეცოდინება აუცილებლად, რესპუბლიკური, ამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას,"-აცხადებს ზურაბ აზარაშვილი.

დღის ამბები