15 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
თბილისში ორდღიანი ვიზიტით "ეუთო"-ს თავმჯდომარე იმყოფება

თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება "ეუთო"-ს თავმჯდომარე - სულ ცოტახნის წინ დასრულდა ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა, იქამდე ბუ-იარ ოსმანი ქვეყნის პირველმა დიპლომატმა მიიღო.

საგარეო უწყებაში გაკეთდა განცხადებებიც- ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მხარდაჭერა გამოხატა ქვეყნის სუვერენიტეტის და სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ.

ჩრდილოეთ მაკედონიის პირველი დიპლომატი, ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზთანაც ჩავა და პირადად გაეცნობა ადგილზე არსებულ ვითარებას.

"რა თქმა უნდა ვისაუბრეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, ამ კონფლიქტით გამოწვეულ შედეგებზე, ადგილზე არსებული მძიმე, ჰუმანიტარული, სოციალური, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ ვითარებაზე. სულ ახლახან, ჩატარდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი. მნიშვნელოვანია, რომ მინისტრი ოსმანი ეწვევა ხვალ საოკუპაციო ხაზს, მოინახულებს დევნილთა დასახლებას. მინისტრ ოსმანს მივაწოდე დეტალური ინფორმაცია, რაც რა თქმა უნდა თავადაც მოეხსენება, "ეუთოს" ფარგლებში საქართველოს მიერ უკრაინის მხარდასაჭერად განხორციელებული ქმედებების შესახებ", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბუიარ ოსმანის განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ორგანიზაციის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში.

"რუსეთის ომის აგრესიამ უკრაინაში ძირი გამოუთხარა ჩვენი ორგანიზაციის ღირებულებებს, რომელზეც წლების განმავლობაში მშვიდობა იდგა. საქართველომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ორგანიზაციის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში. ჩვენ ვისწრაფვით იმ კონფლიქტების მშვიდობიანი და მდგრადი გადაწყვეტისთვის, რომელიც თქვენს ქვეყანას შეეხო. ჩრდილოეთ მაკედონია მხარს უჭერს დიალოგის გაგრძელების პროცესს. ეს არხები და დიპლომატიური პროცესები ღია უნდა დარჩეს, არა მხოლოდ შემდგომი ესკალაციის აცილებისთვის არამედ 2008 წლის კონფლიქტების შედეგებთან გამკლავებისთვის. ჩრდილოეთ მაკედონია "ეუთო"-სთან ერთად მხარს უჭერს ყველა პრაგმატულ ძალისხმევას, რომელსაც რეალური შედეგი მოაქვს კონფლიქტების დროს დაზარალებულებისთვის. ვიმუშავებთ დაკავების შემთხვევებზე, და წინ წამოვწევთ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ საკითხებს. მინდა ხაზი გავუსვა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან ფუნქციას, რომელიც დემოკრატიის გაძლიერებას განსაკუთრებით უწყობს ხელს. ნება მომეცი დაგარწმუნოთ, რომ ჩემი, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის მიზანია, გაძლიერდეს თანამშრომლობა, მხარი დავუჭიროთ მშვიდობასა და სტაბილურობას ამ რთულ პერიოდში", - განაცხადა ბუიარ ოსმანიმ.

 

 

დღის ამბები