ყვარელში 24 წლის მამაკაცს ეძებენ - ლევან დოლენჯაშვილი სოფელ საცხენეში ცხოვრობს, სადაც ბოლოს 4 დღის წინ ნახეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მას 8 აპრილის შემდეგ მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.
ძებნის ოპერაციაში ჩართულია პოლიცია, სამაშველო და ადგილობრივები. ერთ-ერთი ვერსიით, ის ბოლოს თბილისში ნახეს.
"სახლში იყო, ადგა, პური შეჭამა და წავიდა სოფელში, სოფელში ჩავალო და იქიდან უკვე აღარ მოსულა ბავშვი. საღამოს 10 საათზე ნოლოვანზე ნახეს ზემოთ მხარეს, მერე იქიდან უკვე არაფერი აღარ ჩანს, შინაურებში, მეგობრებში ვეძებთ და ბავშვი არ არის არსად," - აცხადებს ლევან დოლენჯაშვილის დედა.