ემანუელ მაკრონი ჩინეთთან და აშშ-თან დაკავშირებული განცხადებების გამო კრიტიკის სამიზნე გახდა. ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტის სტრატეგიული ავტონომიის იდეა ევროპას გეოპოლიტიკურ ჩიხში შეიყვანს.
"თითქმის ირონიულია, რომ მაკრონი, რომელიც უკრაინისთვის შოლცზე უფრო ნაკლებს აკეთებს, ჩინეთზე თავისი განცხადებებით აშშ-ს აუცხოებს" – განაცხადა გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრმა, ნორბერტ როტგენმა.
ჩეხი პოლიტიკოსები კი, მაკრონს ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ძირის გამოთხრაში ადანაშაულებენ.
ემანუელ მაკრონმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ევროპამ უნდა შეამციროს დამოკიდებულება აშშ-ზე და თავიდან აირიდოს აშშ-სა და ჩინეთს შორის კონფრონტაციაში ჩათრევა.