ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს, ამ თემაზე, ბრიფინგი ხატია დეკანოიძემ გამართა.
დამოუკიდებელი დეპუტატის განცხადებით, საქმე ეხება 7-8 მარტის აქციებს, რომლის დროსაც მისი შეფასებით, პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.
ბრიფინგზე ასევე ითქვა, რომ ამ დრომდე არ მიღებულა ზომები იმ პოლიციელების მიმართ, რომლებმაც იძალადეს აქციის მონაწილეებზე. სწორედ ამ საკითხს ეხება ვახტანგ გომელაურისთვის წინასწარ გაგზავნილი კითხვები:
"7-8 მარტს არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაშავდნენ ადამიანები, ასევე დააკავეს მონაწილეები, რომლებსაც ფიზიკური დაზიანებები ჰქონდათ. გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, რომელიც არაპროპორციული იყო. ჩვენ გვჭირდება ყველა ამ კითხვაზე პასუხი შს მინისტრისგან, ამიტომ ის უნდა მოვიდეს პარლამენტში," - აცხადებს პარლამენტის წევრი ხატია დეკანოიძე.