15 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
"თქვენ რომ ხსნიდით ამ ყველაფერს, განცდა გამიჩნდა, თქვენ ხომ არ ფიქრობთ ოლიგარქად გახდომას?" - ალუდა ღუდუშაური ლევან ბეჟაშვილს

სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეოლიგარქიზაციის შესახებ ალტერნატიული კანონპროექტი განიხილეს. პროექტის ავტორი "ნაციონალური მოძრაობაა." დოკუმენტი ოლიგარქთა რეესტრის შექმნას ითვალისწინებს, სადაც კონკრეტული პირი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხვდება. ინიციატივის დეტალები კოლეგებს ლევან ბეჟაშვილმა გააცნო. 

პროექტის შესახებ კითხვები მას უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაუსვეს. 

"თქვენს მიერ წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ვერასოდეს ვერავინ, ვერც ერთი ტიპი ვერ გახდება ოლიგარქი. ან მარტივად რომ ვთქვათ, კონკრეტულ მოაზრებულ, მოოლიგარქო ტიპს ეფარებით იმდენად გულმოდგინეთ, არ გინდათ, რომ ქმედითი იყოს ეს, რომ თქვენ რომ ხსნიდით ამ ყველაფერს, განცდა გამიჩნდა, თქვენ ხომ არ ფიქრობთ ოლიგარქად გახდომას? იმიტომ, რომ იმდენად ჩახლართული კანონპროექტი წარმოადგინეთ, არ არის გამორიცხული. თქვენს გუნდში ბევრს უნდა ეგ როგორც ჩანს," - მიმართა ალუდა ღუდუშაურმა პროექტის ინიციატორებს.

პარლამენტის წევრი, თამარ კორძაია დაინტერესდა ლევან ბეჟაშვილისგან, რა განსხვავებაა, ენმ-ის მიერ წარმოდგენილ პროექტსა და უკვე მეორე მოსმენაზე დაბრუნებულ უმრავლესობის პროექტს შორის.

ლევან ბეჟაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მომზადებული კანონპროექტის განმასხვავებელ ნიშნებზე ისაუბრა.

"ნიშნები, პრაქტიკულად, რამდენიმეს განსხვავებით იგივე არის, თუმცა ვფიქრობ, რომ სანქცირების საკითხი, თუ ოჯახის წევრი, დაკავშირებული პირი, ან სამსახურეობრივ დამოკიდებულებაში მყოფი პირი იკავებს თანამდებობას სახელმწიფო პოლიტიკურს და ა.შ. ეს მნიშვნელოვანი ბერკეტია ზეგავლენის განხორციელების და ამიტომ ეს ნიშანი უნდა არსებობდეს. გადაწყვეტილების მიღებისას, თუ არც ერთი ოპოზიციური პარტია ამ განხილვაში მონაწილეობას არ ღებულობს, ნდობას არ უცხადებს, თუნდაც რამდენიმე დეპუტატი, მაშინ ეს ცალსახად ერთპარტიულ გადაწყვეტილებად მიიჩნევა, მაშინ ეს არის ოლიგარქიული მმართველობის ნიშანი," - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.

სხდომაზე ლევან ბეჟაშვილს კანონპროექტთან დაკავშირებით სიტყვით მიმართა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.  

"როგორც არ უნდა შევეცადოთ, რომ შევფუთოთ, თქვენი შემოთავაზებით გამოდის, რომ შევზღუდოთ თუკი რომელიმე პარტიას აღმოაჩნდება ამგვარი კვალიფიციური უმრავლესობა, არ ჰქონდეს ამის უფლება, ან უფრო უარესი - პარლამენტზე მაღლა დადგეს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც იტყვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ რადგან ერთპარტიული იყო გადაწყვეტილება, ამიტომ არ ჩაითვალოს ეს ნამდვილად გადაწყვეტილებადო. ეს გამოდის, რომ საპარლამენტო სუვერენიტეტს აკნინებს ხომ?" - მიმართა მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციის წარმომადგენელს.

დღის ამბები