მიხეილ სააკაშვილის მიერ ევროსასამართლოსთვის გაგზავნილ სარჩელს პოლიტიკოსების შეფასებები მოჰყვა.
"ხალხის ძალის" დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ვერ უარყოფს სტრასბურგის სასამართლო იმ საჯაროდ აღიარებულ მტკიცებულებებს, რომელიც მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არსებობს.
ასევე მაჭარაშვილის განცხადებით, თუ პატიმარი სააკაშვილი საქართველოში არ იტარებს შესაბამის მკურნალობას და უარს ამბობს კვებაზე, წესით, ვერც ერთ ქვეყანაში ამას ვერ გააკეთებს.
"იმ ფონზე, როდესაც არსებობს უამრავი საჯარო მტკიცებულება, მათ შორის ვიდეოების სახით, რომ პატიმარი სააკაშვილი პრაქტიკულად სიმულაციას ეწევა და ეს არის აღიარებითი ჩვენებები. ამბობენ რომ ვერ გადაადგილდება, მაშინ როდესაც მშვენივრად გადაადგილდება. იკვებება მაშინ, როცა არ აქცევენ ყურადღებას და ა.შ. ამ შემთხვევაში რა უნდა მოთხოვონ სტრასბურგის სასამართლოს - იქედან კალორაჟიან საკვებს ვერ გამოუგზავნიან, ვერ უარყოფს სტრასბურგი იმ საჯაროდ აღიარებულ მტკიცებულებებს, რომ ეს ადამიანი არ იღებს ასევე სამედიცინო საშუალებებს. თუ ბუნებრივად საკვებს ვერ იღებს, რომელი ქვეყანა არის ისეთი, სადაც ბუნებრივად მიიღებს საკვებს, რა უნდა ქნას - ჰაერი უნდა გამოიცვალოს თუ ქნას სტრასბურგმა,"- აცხადებს პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის ”ხალხის ძალა” დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი.
მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი გაიგზავნა, ამის შესახებ ინფორმაცია "კურიერს" ენმ-ს წევრმა, სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ჩალაძემ დაუდასტურა.