შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა.
ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს, თეა ახვლედიანმა ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ოფიციალური ცნობით, ხაზი გაესვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლს და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესზე, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებსა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე.