15 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
"რომელი მუნიციპალიტეტი, რომელი გარდაცვლილის ოჯახს როგორ დაეხმარა, ამაზე აქ უნდა ვილაპარაკოთ?!" - ლადო ბოჟაძე ოპოზიციის ბრალდებაზე 

ხმაურისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს დედაქალაქის საკრებულოს სხდომა. 

თავდაპირველად, კამათი მოჰყვა ოპოზიციის რეპლიკას, რომ ხელისუფლებამ უკრაინის მხარდასაჭერად არაფერი გააკეთა. ეს კომენტარი გაკეთდა იმ დროს, როდესაც უმცირესობის დეპუტატი საუბრობდა უკრაინის ომში დაღუპული გმირების მემორიალის და სკვერის მოწყობის მოთხოვნაზე. დარბაზში ისმოდა უცენზურო სიტყვებიც.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი ლადო ბოჟაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის კრიტიკა უსაფუძვლო და მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. 

"არც ერთ სახელმწიფოს სამხედრო პატივით, არც ერთი უკრაინაში გარდაცვლილი არ დაუსაფლავებია- ეს თქვენ კარგად იცით.  რომელი მუნიციპალიტეტი, რომელი გარდაცვლილის ოჯახს, როგორ დაეხმარა, ამაზე აქ უნდა ვილაპარაკოთ?!,"-აცხადებს ლადო ბოჟაძე.

დღის ამბები