15 ნოემბერი 2024,   06:18
ვრცლად
ხელისუფლებამ დაიწყო მთავრობის კანცელარიასთან ჯებირების მონტაჟი, რომელსაც  ვარდების რევოილუციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა დემონტაჟი გაუკეთა- ირაკლი ნადირაძე

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლებამ დაიწყო მთავრობის კანცელარიასთან ჯებირების მონტაჟი, რომელსაც  ვარდების რევოლუციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა დემონტაჟი გაუკეთა.  

"რამდენიმე დღის წინ, მთავრობის კანცელარიის მიმდებარედ, აბსოლუტურად უკანონოდ დაიწყეთ ღობის  მონტაჟი და ე.წ. სკვერის მოწყობა. მინდა გაგახსენოთ, რომ ვარდების რევოლუციის შემდგომ, მიხეილ სააკაშვილმა და ზურაბ ჟვანიამ ეს ჯებირები დაანგრია და არასოდეს ა ღარ ყოფილა,"-აცხადებს ირაკლი ნადირაძე.

შეგახსენებთ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს დედაქალაქის საკრებულოს სხდომა - ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ისმის ურთიერთბრალდებები. თავდაპირველად კამათი მოჰყვა ოპოზიციის რეპლიკას, რომ ხელისუფლებამ უკრაინის მხარდასაჭერად არაფერი გააკეთა - ეს კომენტარი გაკეთდა იმ დროს როდესაც უმცირესობის დეპუტატი საუბრობდა უკრაინის ომში დაღუპული გმირების მემორიალის და სკვერის მოწყობის მოთხოვნაზე. დარბაზში ისმოდა უცენზურო სიტყვებიც.

 

 

დღის ამბები