15 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
კარგია, რომ მიმართეს სტრასბურგს, თვეზე მეტი დახარჯეს, რათა შეედგინათ საჩივარი - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მისასალმებელია, რომ მსჯავრდადებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველებმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.

"ძალიან კარგია, მნიშვნელოვანია, რომ მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს. ჩვენც მოვუწოდებდით, რომ თუ მათ არ აქვთ რწმენა საკუთარი ქვეყნის სასამართლოსი, მიემართათ სტრასბურგის სასამართლოსთვის და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სტრასბურგის სასამართლო. ვნახეთ, რომ ერთ თვეზე მეტი მოანდომეს, იმ პირობებში, როცა ისინი საუბრობდნენ, თითქოს წუთი-წუთზე და დღე-დღეზე გადასაწყვეტი საკითხია და მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე არის რისკის ქვეშ, თვეზე მეტი დახარჯეს, რომ შეედგინათ საჩივარი. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სტრასბურგის სასამართლო," - განაცხადა შალვა პაპაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის რიგით მეოთხე საჩივარი სტრასბურგში ორშაბათს გაიგზავნა. სარჩელის კონკრეტული დეტალები დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ ის ექს-პრეზიდენტის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან უფლებების შელახვას ეხება. სტრასბურგში შეტანილ საჩივარს თან ერთვის სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა

 

დღის ამბები