პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ გაიმართება - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციას რეგლამენტის შესწავლა ურჩია და თქვა, რომ ოპონენტებმა თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს. სპიკერის თქმით, "ორმა ადამიანმა მიმართა პრეზიდენტს, რომ 46 დეპუტატის მიმართვა გამოეთხოვათ, რაც აბსურდია".
"ოპოზიცია რომ არასერიოზულად იქცევა, ამას შეჩვეული ვარ. უკვე მერამდენედ ვუთითებ, რომ რეგლამენტს გაეცნონ და ნაცვლად იმ ისტერიისა, რასაც აწყობენ ხოლმე დახარჯონ რამდენიმე წუთი საკუთარი ცოდნის გაღრმავებისთვის და რეგლამენტში ჩახედვისთვის.
ორმა ადამიანმა მიმართა პრეზიდენტს, რომ 46 ადამიანის მიმართვა გამოეთხოვათ, რაც აბსურდი არის და ვწუხვარ მე, რომ ასე შორს არიან ოპოზიციის განსაკუთრებით ეს წარმომადგენლები რეგლამენტისგან.
ეს გამოთხოვილად არ ჩაითვლებოდა, თუმცა პრეზიდენტმა იცით, რომ არ ჩანიშნა სხდომა, რაც ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში უკვე პარლამენტის თავმჯდომარე ატარებს სხდომას, 48 საათი არის ამასთან დაკავშირებით, ამიტომ ოპოზიციამ საკუთარი რეგლამენტისგან შორს ყოფნით და არ ცოდნით ერთის მხრივ თავისი თავი ჩაიგდო სასაცილო მდგომარეობაში, მეორეს მხრივ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო პარლამენტი.
უმრავლესობამ ისევ სწორედ პარლამენტის ამ მდგომარეობიდან გამოყვანის მიზნითაც მომმართა მე, ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ", რომ ისინი არ დაესწრებიან ამ შემთხვევაში სხდომას, ეს გულისხმობს, რომ არ იქნება კვორუმი და აქედან გამომდინარე აზრს კარგავს რეგისტრაციის და სხდომის ჩატარება," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.ორმა ადამიანმა მიმართა პრეზიდენტს, რომ 46 ადამიანის მიმართვა გამოეთხოვათ, რაც აბსურდია - შალვა პაპუაშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე