თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელი სასამართლო პროცესი ნივთმტკიცებების გამოკვლევით და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი გამომძიებლისა და სხვა მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.
ლაშა ფურცხვანიძის უფლებადამცველის განცხადებით, ბრალდებები არის წინააღმდეგობრივი და იმედოვნებს საბოლოო დასკვნების საფუძველზე სასამართლო ყველა დაკავებულისათვის გამამართლებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.
"დღევანდელ სხდომაზე გაგრძელდება გამომძიებლის დაკითხვა, რომლის დაკითხვაც წინა სხდომაზე დაიწყო და ვერ დასრულდა. შემთხვევის ადგილის დაათვალიერა ამ გამომძიებელმა და ამოიღო ნივთმტკიცებები შემთხვევის ადგილიდან. ამ დეტალებზე იქნება მთელი რიგი კითხვები.
არის ბრალდებები წინააღმდეგობრივი და დარწმუნებული ვართ, რომ ამ და ასევე სხვა მოწმეების, შემდგომ უკვე დაცვის მოწმეების, ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით სასამართლო დარწმუნდება, მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და ეს იქნება ბრალდებულების გამართლება," - აცხადებს ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.