15 ნოემბერი 2024,   06:16
ვრცლად
როდესაც ადამიანს აქვს კრიმინალური მენტალიტეტი, ის არ იცვლება - რატი იონათამიშვილი დავით კეზერაშვილზე

"ქართულ ოცნებაში" ბიბისის ჟურნალისტური გამოძიების სანდოობაში ეჭვი არ ეპარებათ.
ბრიტანული მაუწყებლის ჟურნალისტური გამოძიებით, კეზერაშვილის გვარი ფიგურირებს "მილტონის" კომპანიასთან კავშირებში, რომელიც ბრალდებულია ევროპელი პენსიონერების დანაზოგი ფინანსების მოტყუებით მითვისებაში.

"როდესაც ადამიანს აქვს კრიმინალური მენტალიტეტი, ცხადია, ის არ იცვლება, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყოს და რა პოზიციაშიც არ უნდა წარმოაჩენდეს საკუთარ თავს. ვფიქრობ რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ამორალური კრიმინალური დანაშაულია, რაც შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს. 

ცხადია, ყველაფერს სჭირდება მტკიცებულებები, მაგრამ როდესაც მაღალი რეპუტაციის მედია ასეთ გამოძიებას ატარებს, ეს მრავლისმეტყველია," - ამბობს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი. 

დღის ამბები