15 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
დასკვნაში წავიკითხე, რომ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია ნივთიერებები, რომლებიც ადამიანს წამლავს, რას გვიმტკიცებს რატი ბრეგაძე, არ ვიცი - ბაჩო დოლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ არ ენდობა იუსტიციის მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სისხლში მძიმე მეტალები და მომწამვლელი ნივთიერებები არ აღმოჩნდა. მისივე თქმით, თავად "ვივამედის" კლინიკაში არ უარყოფენ, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

"რატი ბრეგაძე, როგორც წესი, პოლიტიკურად ანგაჟირებულ დასკვნებზე საუბრობს და მე არავითარი საფუძველი არ მაქვს ვენდო რატი ბრეგაძეს და არ ვენდო სხვა ექიმებს, რომელთაც ყოველდღიური კონტაქტი აქვთ. თვითონ "ვივამედის" კლინიკა არ უარყოფს, რომ მიხეილს სააკაშვილის  ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება მოწამვლის ეპიზოდს, დასკვნის საფუძველზე წავიკითხე, რომ მის ორგანიზმში აღმოჩენილია ნივთიერებები, რომელიც ადამიანს წამლავს. შესაბამისად, რას გვიმტკიცებს რატი ბრეგაძე, არ ვიცი,"- აცხადებს ბაჩო დოლიძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები