15 ნოემბერი 2024,   06:16
ვრცლად
მილიონდოლარიანი კამპანია, თითქოს სააკაშვილი ვიღაცამ მოწამლა ციხეში, სრულად ჩაფლავდა და, მგონი, დასრულდა - გიორგი ცაგარეიშვილი

"ქართული ოცნების" წევრი გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ "მილიონიანი კამპანია" ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით, ჩაფლავდა. 

"მილიონდოლარიანი კამპანია, წარმოებული მთელს მსოფლიოში იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს სააკაშვილი ვიღაცამ მოწამლა ციხეში, სრულად ჩაფლავდა და, მგონი, დასრულდა. გამოქვეყნდა მონაცემები, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ რკინის შემცველობა სააკაშვილის სისხლში არის არათუ ნორმაზე მეტი, არამედ, თქვენ წარმოიდგინეთ, ნორმაზე ნაკლები. იმედია, ამაზე არ დაიხარჯება შემდეგი მილიონი, თუ რატომ არის ნორმაზე ქვემოთ,"- აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები