15 ნოემბერი 2024,   06:08
ვრცლად
უდანაშაულობის პრეზუმფციას დავიცავ, პერსონიფიცირებას ვერ გავაკეთებ, თუმცა საქმე ძალიან მძიმეა - ბაჩო დოლიძე

BBC-ს მიერ გავრცელებული მასალის შემდეგ შეფასებები კეთდება თბილისში. მმართველი გუნდის ოპონენტების განცხადებით, ბრალდება მძიმეა და საფრთხეს უქმნის ქვეყნის რეპუტაციას. ოპოზიციაში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ კეზერაშვილის გარდა კითხვებზე პასუხის გაცემა ხელისუფლებასაც მოუწევს რადგანაც, ტრანსნაციონალური დანაშაულები ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე არ ხდება.

"უდანაშაულობის პრეზუმფციას დავიცავ, რა თქმა უნდა, პერსონიფიცირებას ვერ გავაკეთებ,  თუმცა საქმე ძალიან მძიმეა. მაშინ, როდესაც საქართველო არაერთხელ ფიგურირებს ქოლ-ცენტრების საქმეში, ეს ქვეყანაში რეპუტაციული პრობლემაა.

ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ეს არის ის შავი, ცუდი ბიზნესი, რომელიც ხელისუფლების მაღალი ეშელონების ჩართულობის გარეშე, უბრალოდ არ ფუნქციონირებს,"-აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე.

ავტორი:მაია გრიგოლია.

დღის ამბები