15 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კეზერაშვილის გარდა კითხვებზე პასუხის გაცემა ხელისუფლებასაც მოუწევს

BBC-ის მიერ გავრცელებული მასალის შემდეგ შეფასებები კეთდება თბილისში. მმართველი გუნდის ოპონენტების განცხადებით, ბრალდება მძიმეა და საფრთხეს უქმნის ქვეყნის რეპუტაციას.

 რადგანაც, ტრანსნაციონალური დანაშაულები ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე არ ხდება.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი აცხადებს, რომ განვითარებული მოვლენების ფონზე, მმართველმა უნდა უნდა გააკეთოს განცხაადება. 

"თუ ასეთი ტრანსნაციონალური დანაშაული ხორციელდებოდა, კეზერაშვილის ჩართულობით, თუ მის გარეშე, გამოვიდეს ხელისუფლება და თქვას, სად იყო თვითონ, როცა ქვეყანაში ასეთი რამ ხდებოდა. ტრანსნაციონალური დანაშაულები არ და ვერ ხდება ხელისუფლების თანამონაწილეობის, მხარდაჭერის, ან მინიმუმ დანაშაულებრივი დუმილის არქონის შემთხვევაში. ამიტომ, ხელისუფლების მიმართ კითხვები ისევე ისმება  BBC-ის გამოძიების შედეგად, როგორც კეზერაშვილის- ერთმაც და მეორემაც ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს,"-აცხადებს ანა ნაცვლიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ  BBC-ის "საგამოძიებო ფილმი- ვიდეო მასალა 46 წუთიანია, რომლის მთავარი მოქმედი პირი დავით კეზერაშვილია.

"მისტერ ოფშორი" - ასე უწოდებს ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, რომელიც მილიარდიანი თაღლითობის სქემის ცენტრალური ფიგურაა.

აღმოჩნდა რომ  BBC-ს კამერა თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციასაც იღებდა. პროკურორებს ოფისებში ჩართული კომპიუტერები დახვდათ, საიდანაც ასობით მტკიცებულებაა ამოღებული.

საგამოძიებო ფილმის მიხედვით თბილისის ხუთვარსკვლავიან ბიზნეს ცენტრში გახსნილი ოფისიდან, ბრიტანეთის 5 000 მოქალაქეზე გავიდნენ, ჩამონათვალშია სკანდინავიისა და გერმანიის პენსიონერებიც.

ავტორი:მაია გრიგოლია. 

დღის ამბები