თუ დადასტურდება, რომ მთელი ოპოზიცია და მედია ევროპელი პენსიონერებისგან მოპარული ფულით ფინანსდებოდა, ეს რეპუტაციულად ყველას დაანგრევს,-ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე განაცხადა.
იაგო ხვიჩია, BBC-ს მიერ მომზადებულ გამოძიებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ საერთაშორისო მედიამ გაშიფრა თაღლითური სქემა, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმე, რომლის მთავარი ფიგურანტი ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილია.
ხვჩია ამბობს იმასაც, რომ სჯობს, რაც შეიძლება მალე დაიწყოს კეზერაშვილის გასვლის პროცესი ქართული პოლიტიკიდან.
"ეჭვების დადასტურების შემთხვევაში, მთელი ოპოზიციური მეინსტრიმი და მედია მეინსტრიმი აღმოჩნდეს, რომ ევროპელი პენსიონერებისგან მოპარული ფულით ფინანსდებოდა, რაც თავისთავად ცხადია რეპუტაციულად ყველას დაანგრევდა. ამიტომ, სჯობს, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყოს კეზერაშვილის გასვლის პროცესი ქართული პოლიტიკიდან,"-აცხადებს იაგო ხვიჩია.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის "საგამოძიებო ფილმი- ვიდეო მასალა 46 წუთიანია, რომლის მთავარი მოქმედი პირი დავით კეზერაშვილია.
"მისტერ ოფშორი" - ასე უწოდებს ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, რომელიც მილიარდიანი თაღლითობის სქემის ცენტრალური ფიგურაა.
აღმოჩნდა რომ BBC-ს კამერა თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციასაც იღებდა. პროკურორებს ოფისებში ჩართული კომპიუტერები დახვდათ, საიდანაც ასობით მტკიცებულებაა ამოღებული.
საგამოძიებო ფილმის მიხედვით თბილისის ხუთვარსკვლავიან ბიზნეს ცენტრში გახსნილი ოფისიდან, ბრიტანეთის 5 000 მოქალაქეზე გავიდნენ, ჩამონათვალშია სკანდინავიისა და გერმანიის პენსიონერებიც.
ავტოორი:მაია გრიგოლია.