15 ნოემბერი 2024,   06:15
ვრცლად
მეჩვენება, რომ ახლა მართლაც ყურადღების გადატანასთან გვაქვს საქმე, ცდილობენ კრიტიკული განცხადებები იპოვონ, რათა მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემა, რომელიც კეზერაშვლს უაკავშირდება, თავიდან აირიდონ - მიხეილ სარჯველაძე

მეჩვენება, რომ ახლა მართლაც ყურადღების გადატანასთან გვაქვს საქმე, ცდილობენ კრიტიკული განცხადებები იპოვონ იმისათვის, რომ მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემა თავიდან აირიდონ, რაც კეზრეაშვილთან დაკავშორებით არსებულ მათ პოზიციას უკავშირდება​ - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ, BBC-ის მიერ მოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაზე განაცხადა:

"კვლავ აქტიურად დაისმის დღის წესრიგში ის კითხვები, რომელიც თავდაპირველად გააჩინა BBC-ის მიერ გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ. ეს უკავშირდება მათ შორის, პოლიტიკაში  პოლიტიკაში კეზერაშვილის  მონაწილეობას და იმ იმ ხალხის მდგომარეობას, რომლების კეზერაშვილის პოლიტიკაში მონაწილეობასთანმ იყვნენ აფილირებულები

ახლა ოპოზიციონერები იწყებენ იმაზე საუბარს, თუ სად იყვნენ  ქართველი სამართალდამცველები - ქართველი სამართალდამცავები იყვნენ იქ, სადაც უნდა ყოფილიყვნენ და გააკეთეს ის, რაც მათ ევალებოდათ. მე მეჩვენება, რომ ახლა მართლაც ყურადღების გადატანასთან გვაქვს საქმე, ცდილობენ კრიტიკული განცხადებები იპოვონ იმისათვის, რომ მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემა თავიდან აირიდონ, რაც უკავშირდება მათ პოზიციას კეზერაშვილთან მიმართებაში,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

საქმე ეხება BBC-ის საგამოძიებო მასალას.BBC-ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა სავარაუდო თაღლითობის შესახებ სპეციალური რეპორტაჟი მოამზადეს. საუბარია თაღლითობის გლობალურ ქსელზე, რომელმაც რიგითი ინვესტორები მილიარდ დოლარზე მეტი თანხით გაძარცვა.

“ბიბისი აიმ ""დაადგინა ბიზნესმენების ჩრდილოვანი ქსელი, რომლებიც, როგორც ჩანს, თაღლითობის უკან დგანან. მათ შორის ერთ-ერთი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილია.

ე.წ ქოლცენტრების თაღლითობის მსხვერპლი სხვადასხვა ასაკის ადამიანები გახდნენ, მათ შორის, პენსიონერებიც. როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, თაღლითობის პროცესში ზარები განხორციელდა საქართველოში დაფუძნებული სავარაუდო კრიპტოვალუტების სავაჭრო ფირმის “სოლო ქეფითალს“-ის ოფისებიდან.

დღის ამბები