15 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
ეს, რეპუტაციულად უმძიმესი ბრალდება არამხოლოდ დავით კეზერაშვილს აზიანებს, არამედ ჩვენი სახელმწიფოსთვისაც არ არის სასარგებლო - ანა ბუჩუკური

BBC-ის საგამოძიებო ფილმი, რომელიც მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემას ეხება და რომლის სათავეშიც დავით კეზერაშვილი დგას, კვლავ პოლიტიკური შეფასებების მtავარი თემაა.

ოპოზიციის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ ბრალდებები უმძიმესია და მას გამოძიება სჭირდება.

"მე არ ვენდობი ქართულ სასამართლოს, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ენდობა ბრიტანეთის სასამართლოს და ამიტომ, მე ვფიქრობ, როგორც თვითონ ადრესატმა განაცხადა, იგი მიმართავს სასამართლოს, გაირკვევა სიმართლე, დადგინდება გამოძიება დ საბოლოო ვერდიქტის შემდეგ, ალბათ უფრო ობიექტური ინფორმაცია გვეცოდინება. ძალიან მძიმეა ყველა აღწერილი ფაქტი, მაგრამ მნიშვნელოვანია სასამართლოს საბოლოო ვერდიქტი,"- აცხადებს პარლამენტის წევრი ხატია დეკანოიძე. 

პარლამენტის წევრი, პარტიის ”საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ ეს "რეპუტაციულად უმძიმესი ბრალდებაა" და მისივე თქმით,  არამხოლოდ დავით კეზერაშვილს აზიანებს, არამედ ჩვენი სახელმწიფოსთვისაც არ არის სასარგებლო.

დღის ამბები