15 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის განმარტებები იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა ნაკლებად მგონია,  რომ ის იღებდეს გადაწყვეტილებებს- გიორგი ბოტკოველი  პრეზიდენტის გაუქმებულ ვიზიტზე 

მთავრობის ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტს პასუხობს- ადმინისტრაციის განცხადებით,  ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად გააჭიანურა პრეზიდენტის ვიზიტზე თანხმობა - მცდარია და სიმართლეს არ შეესაბამება.

პარალელურად ოპოზიციაში საუბრობენ, რომ განმარტებები უნდა გააკეთოს თავად პრეზიდენტმა. 

"მან უნდა გააკეთოს თვითონ განმარტებები, ეს ვიზიტი მან დაგეგმა და შემდგომ გააუქმა, თუ  იმ ხელისუფლებამ, რომელი ხელისუფლების ინტერესებსაც აქამდე ატარებდა ქვეყნის პრეზიდენტი, იმ ხელისუფლების მიერ გაუქმებულია ეს ვიზიტი. ამიტომ, სალომე ზურაბიშვილის განმარტებები აქ იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი. თუმცა ნაკლებად მგონია,  რომ ის იღებდეს გადაწყვეტილებებს, თუ რომელ ვიზიტში უნდა მიიღოს მონაწილეობა და რომელ ვიზიტში არ უნდა მიიღოს მონაწილეობა,"-აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბოტკოველი. 

ამასთან, გამოქვეყნებული განკარგულების მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან სიტყვიერი თანხმობა სტრასბურგში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 12 მარტს, აშშ-ში ვიზიტის დროს მიიღო.

ამის შემდეგ მთავრობის და პრეზიდენტის ადმინისტრაციებს შორის მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი და ტექნიკური დეტალების დაზუსტება. ბოლო, დაზუსტებული წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მთავრობის ადმინისტრაციაში შევიდა 12 აპრილს, და მეორე დღესვე, 13 აპრილს მას გაეგზავნა წერილობითი თანხმობა სტრასბურგში ვიზიტთან დაკავშირებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სტრასბურგში ზურაბიშვილის ვიზიტის გადადების თაობაზე განცხადება გუშინ გაავრცელა.

ავტორი:ანუკა ბუავა. 

 

დღის ამბები