15 ნოემბერი 2024,   06:15
ვრცლად
"გაუგებარია პრეზიდენტის განცხადება, ცოტა ბავშვურ თამაშს ჰგავს, ვთხოვ პრეზიდენტს დამატებით ზიანს ნუ აყენებს ჩვენს ქვეყანას"-  მაია ბითაძე

მთავრობის ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტს პასუხობს. ადმინისტრაციის განცხადებით, - ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად გააჭიანურა პრეზიდენტის ვიზიტზე თანხმობა - მცდარია და სიმართლეს არ შეესაბამება.

ამასთან, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარისთვის სალომე ზურაბიშვილის განცხადება გაუგებარია და მას ბავშვურ თამას უწოდებს.

პარალერლურად კი  ქვეყნის პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ დამატებით ზიანს ნუ აყენებს ქვეყანას. 

"ვიზიტი რამდენიმე დღეში იყო დაგეგმილი. გაუგებარია, საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, რაღაც ცოტა ბავშვურ თამაშს ჰგავს იმიტომ, რომ გუშინ ჩვენ მოვისმინეთ შესაბამისი განცხადება, რომ დასტური იქნა თავის დროზე გაცემულიო. აქ საუბარია ჩვეულებრივ ბიუროკრატიულ პროცესებზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი. გავიხსენებ ერთ მომენტს, ეს იყო ჯერ კიდევ შარშან რიგგარეშე სხდომის მოწვევა გვთხოვა რამდენიმე საათით ადრე საქართველოს პარლამენტს რაც ვიცით, რომ არის ძალიან ბევრი ადამიანის მობილიზებასთან დაკავშირებული და რაც არც ისე მარტივია. რამდენიმე დღით ადრე, რომ იღებ თანხმობას, ისე როგორც ამას პროცედურები და სამთავრობო უწყებებს შორის არეგულირებდა მუდმივად, მგონი აბსოლუტურად ფუჭია და დამატებითი ზიანის მოტანაა, იმ პროცესებისთვის, რომელიც ქვეყანაში ფუნქციონირებს, როგორც პოლიტიკური, ისე ბიუროკრატიული თვალსაზრისით. ვთხოვ საქართველოს პრეზიდენტს, როგორც პრეზიდენტს და ქალბატონს, რომ დამატებით ზიანს ნუ აყენებს ჩვენს ქვეყანას,"-აცხადებს მაია ბითაძე.

გამოქვეყნებული განკარგულების მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან სიტყვიერი თანხმობა სტრასბურგში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 12 მარტს, აშშ-ში ვიზიტის დროს მიიღო. ამის შემდეგ მთავრობის და პრეზიდენტის ადმინისტრაციებს შორის მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი და ტექნიკური დეტალების დაზუსტება.

ბოლო, დაზუსტებული წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მთავრობის ადმინისტრაციაში შევიდა 12 აპრილს , და მეორე დღესვე, 13 აპრილს მას გაეგზავნა წერილობითი თანხმობა სტრასბურგში ვიზიტთან დაკავშირებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სტრასბურგში ზურაბიშვილის ვიზიტის გადადების თაობაზე განცხადება გუშინ გაავრცელა.

ავტორი: ანუკა ბუავა. 

დღის ამბები