15 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
დავით კეზერაშვილის პოლიტიკაში მონაწილეობა დამოკლეს მახვილივით დაადგა თავს ყველა იმ პირს, ვინც სხვადასხვა ფორმით ჩართულია პოლიტიკაში და აფილირებულია კეზერაშვილთან-მიხეილ სარჯველაძე

დავით კეზერაშვილის პოლიტიკაში მონაწილეობა დამოკლეს მახვილივით დაადგა ყველა იმ პირს თავს, ვინც სხვადასხვა ფორმით ჩართულია პოლიტიკაში და აფილირებულია დავით კეზერაშვილთან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან საუბარი იმაზე, თუ სად იყვნენ ქართველი სამართალდამცავები, ყურადღების გადატანის მცდელობაა და პოლიციელებმა თავიანთი მოვალეობა შეასრულეს.

 "დავით კეზერაშვილის პოლიტიკაში მონაწილეობა დამოკლეს მახვილივით ყველა იმ პირს დაადგა თავს, ვინც სხვადასხვა ფორმით პოლიტიკაში ჩართულია და აფილირებულია დავით კეზერაშვილთან. ოპოზიციის საუბარი იმის თაობაზე, სად იყვნენ ქართველი სამართალდამცავები, ქართველი სამართალდამცავები იყვნენ იქ, სადაც უნდა ყოფილიყვნენ და გააკეთეს ზუსტად ის, რაც მათ ევალებოდათ.

მათ ამ კუთხით სასაყვედურო არაფერი აქვთ. ადგილი აქვს ყურადღების გადატანის მცდელობას კრიტიკის მიზეზის მოსაძებნად, რათა თავიდან აიცილონ მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემის მოვალეობა, რაც კეზერაშვილთან დაკავშირებით მათ პოზიციას უკავშირდება. ცდილობენ, ამაზე პირდაპირ პასუხებს თავი აარიდონ და ამისთვის ტაქტიკური ხერხი გამოიყენონ და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოზიციები გააჟღერონ.

"ბიბისის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიმართ სანდოობა უაღრესად მაღალია. სავარაუდოა, რომ ამას, სამართლებრივი პროცედურების თვალსაზრისით, გაგრძელება მოჰყვება. მორალური დილემის წინაშე არიან დარჩენილი პოლიტიკოსები, მედიასაშუალებები და ექსპერტები, რომლებიც კეზერაშვილთან არიან აფილირებული. მათ პოლიტიკაში მოღვაწეობისა და პროდასავლურობაზე საუბრის მორალური უფლება რომ ჰქონდეთ, კეზერაშვილთან დაკავშირებულ თემაზე კითხვებს პასუხი უნდა გასცენ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ

დღის ამბები